Accessibility links

logo-print

კიევის მერმა საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა


კიევის მერმა, რომლის საეჭვოდ გაუჩინარების და სავარაუდოდ, საქართველოში გამგზავრების შესახებ ბოლო ხანს იუწყებოდა უკრაინული მედია, ტელეკომპანია ”მეხუთე არხს” დაუდასტურა, რომ საქართველოში მართლაც იმყოფებოდა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც სამსახურს ამ დღეებში დაუბრუნდა, განაცხადა, რომ ბოლო ხანს საქართველოს გარდა, დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. ამასთან, კიევის მერმა უარყო, რომ იმყოფებოდა ისრაელშიც, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. რაც შეეხება პოსტიდან მის გადადგომას, ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. გასული ერთი წლის განმავლობაში კიევის მერიის ჩონოვნიკთა წინააღმდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის ათობით საქმე. რაც შეეხება მერს, ჩერნოვეცკის განცხადებით, პირადად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და ამის საფუძველი არც არსებობს.
XS
SM
MD
LG