Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს განმარტება სთხოვა


საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვა განმარტება კანადური ტელეკომპანია CBC-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმად, ვანკუვერის საციგაო ტრასა, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილმა სასიკვდილო ტრავმა მიიღო, სისწრაფის გამო სახიფათო იყო და ამის შესახებ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი გააფრთხილა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ კანადელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალა ეწინააღმდეგება ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის შესახებ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ დასკვნას. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი აღნიშნავს, რომ ოლიმპიელის ოჯახი და საზოგადოება მოითხოვენ განმარტებას ტრასის სიჩქარით გამოწვეულ საფრთხეზე, რომლის შესახებაც საუბარია კანადელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მიმოწერაში. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შექმნილ ვითარებას გაითვალისწინებს და წერილს შესაბამისი კომენტარით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG