Accessibility links

”სახელმწიფოთაშორისი მასშტაბის საქმე”


ლევან მესხორაძე

ლევან მესხორაძე

სახელმწიფოთაშორისი მასშტაბის საქმეზე, - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, - რომელიც 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის პროცესს უკავშირდება სტრასბურგის სასამართლომ მოწმეები უკვე დაჰკითხა. რუსეთიდან ქართველების მასობრივი გამოძევების დრამატულ პროცესს საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხუთდღიანი ზეპირი მოსმენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 31 იანვარს დაიწყო და 4 თებერვალს დასრულდა. ნინო თარხნიშვილი ესაუბრა იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მესხორაძეს, რომლის თქმითაც რუსეთის დაუსაბუთებელ არგუმენტებს საქართველო მტკიცე პოზიციებს უპირისპირებს.



XS
SM
MD
LG