Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმია მიმართავს „ზომებს ხალხის დასაცავად“


ეგვიპტის არმიამ გააკეთა განცხადება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში წაიკითხეს, სამხედროები მიმართავენ „ზომებს ხალხის დასაცავად და ხალხის კანონიერი მოთხოვნების მხარდასაჭერად“. ჯერ ნათელი არ არის, რა ზომებს გულისხმობენ განცხადების ავტორები. დღესვე ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა განუცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის, რომ პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი შესაძლოა, გადადგეს და რომ ვითარება მალე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG