Accessibility links

რუსეთი უდანაშაულოდ გამოაცხადებს კატინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ


პოლონეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ალექსეევმა დღეს განაცხადა, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მიერ 1940 წელს კატინში დახოცილი პოლონელების უდანაშაულოდ გამოცხადების შესახებ. ალექსეევის განცხადებით, საბჭოთა კავშირის წინაშე დანაშაულების ბრალდებებისაგან გათავისუფლებულად გამოცხადდებიან კატინში დახოცილი 20 000-ზე მეტი პოლონელი ოფიცერი და ინტელიგენციის წარმომადგენელი. საბჭოთა კავშირი მრავალი წლის მანძილზე ნაცისტებს ადანაშაულებდა კატინის ხოცვა-ჟლეტაში, მაგრამ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ შარშან განაცხადა, რომ პოლონელების დახოცვის შესახებ ბრძანება გაცემული იყო საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მიერ.
XS
SM
MD
LG