Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი სატელევიზიო მიმართვით გამოვა


ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ მოსახლეობისადმი მიმართვით გამოვა პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი. ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადებს. საღამო ხანს ეგვიპტის არმია გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. განცხადებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში წაიკითხეს, სამხედროები მიმართავენ „ზომებს ხალხის დასაცავად და ხალხის კანონიერი მოთხოვნების მხარდასაჭერად“. ჯერ ნათელი არ არის, რა ზომებს გულისხმობენ განცხადების ავტორები. თუმცა, განცხადებას უწოდებენ „კომუნიკე ნომერ ერთს“, რაც, მიმომხილველების შეფასებით, შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებაზე მიანიშნებდეს. დღესვე ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა განუცხადა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის, რომ პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა, გადადგეს და რომ ვითარება მალე გაირკვევა. ხოლო ვაშინგტონიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ ადვილი შესაძლებელია, მუბარაქი დღეს საღამოსვე გადადგეს.
XS
SM
MD
LG