Accessibility links

ჰოსნი მუბარაქმა უარი განაცხადა დაუყოვნებლივ გადადგომაზე


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ თავისი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს ომარ სულეიმანს. ქვეყნის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში მუბარაქმა დასძინა, რომ ხელისუფლების სათავეში რჩება და თანამდებობას მხოლოდ სექტემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს. დაუყოვნებლივ გადადგომაზე მუბარაქმა უარი განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილე ათიათასობით ეგვიპტელი სწორედ ამას მოითხოვდა. მუბარაკის გადაწყვეტილებას კაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ბრბო უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა.
XS
SM
MD
LG