Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამეტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, რომელშიც ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ილაპარაკებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. წელს, ისევე, როგორც შარშან, დეპუტატების გამოსვლები დებატების ფორმატში წარიმართება და სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცემათ როგორც ფრაქციების თავმჯდომარეებს, ისე უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს, ვიცე-სპიკერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დებატების შემდეგ შესაძლოა მიიღონ რეზოლუცია, თუმცა, უკანასკნელ წლებში პარლამენტში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.
XS
SM
MD
LG