Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ლონდონში ვიზიტს ასრულებს


ლონდონში ვიზიტს ასრულებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა და მოხსენებით წარსდგა ”ჩეთემ ჰაუსის” სამეფო ინსტიტუტში. ალასანიამ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლაზე ისაუბრა. ლონდონში შეხვედრების შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში საარჩევნო გარემოს თვისებრივად შეცვალს, რათა ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და 2012–2013 წლებში ხელისუფლება კონსტიტუციური გზით შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG