Accessibility links

logo-print

რუსეთი და იაპონია უთანხმოებაზე საუბრობენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრად ჩასულ იაპონელ კოლეგას დღეს უკომპრომისო განცხადებებით შეეგება, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულების შესახებ ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების ირგვლივ. მოსკოვში მოლაპარაკების დაწყებისას სერგეი ლავროვმა სეიჯი მაეჰარას უთხრა, რომ მისი ვიზიტის ფონი „რამდენიმე სრულიად მოუღებელი ნაბიჯია“. ნოემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ნაოტო კანმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ კურილიის კუნძულებზე განხორციელებულ უპრეცედენტო ვიზიტს „უპატიებელი და აღმაშფოთებელი“ უწოდა. დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კურილიის კუნძულებში კიდევ უფრო მეტ ფულს ჩადებს - და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, მათ შორის სამხრეთ კორეასა და ჩინეთს. მაეჰარამ კი ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ იაპონია ამ პროცესებს მკვეთრად შეეწინააღმდეგება. კურილიის კუნძულებს საბჭოთა ძალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეპატრონენ. უთანხმოების გამო ორ ქვეყანას სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად არ აქვს გაფორმებული.
XS
SM
MD
LG