Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი: ირანის რევოლუციამ „გლობალური გამოღვიძება“ მოიტანა


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს განაცახდა, ირანის ისლამურმა რევოლუციამ „გლობალური გამოღვიძება“ მოიტანა, რომელიც სამი ათწლეულის შემდეგ სხვა ისლამურ ქვეყნებსაც მოედო. ისლამური რევოლუციის 32-ე წლისთავის აღსანიშნავად წარმოთქმულ სიტყვაში აჰმადინეჟადმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთი მალე აშშ-ისა და ისრაელისგან თავისუფალი იქნებაო. მან ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მთელი ირანის მასშტაბით მოწყობილ დემონსტრაციებში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG