Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი: ამერიკელს ცეცხლი თავდაცვისთვის არ გაუხსნია


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, ამერიკელი კაცი - რომელმაც გასულ თვეში ორი პაკისტანელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა - თავდაცვის მიზნით არ მოქმედებდა, იმის მიუხედავად, რომ თავად ასე აცხადებს. ინციდენტის ადგილის - ლაჰორის - პოლიციის უფროსის ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეს „აშკარა მკვლელობა“ იყო. პაკისტანური მხარის მტკიცებით, ამერიკელს რეიმონდ დევისი ქვია. მისმა საქმემ აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობას დაძაბულობა შემატა. დღეს უფრო ადრე პაკისტანელმა მოსამართლემ ამერიკელი კიდევ 14 დღის განმავლობაში დატოვა პატიმრობაში. მოსამართლის განცხადებით, პაკისტანის მთავრობამ უნდა გაარკვიოს მართლა იცავს თუ არა დაპატიმრებულ პირს დიპლომატიური იმუნიტეტი - როგორც ამას ვაშინგტონი აცხადებს.
XS
SM
MD
LG