Accessibility links

დასახიჩრებული ავღანელი ქალის პორტრეტი კონკურსში იმარჯვებს


ფოტოჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია წილად ხვდა ავღანელი ქალის პორტრეტს, რომელსაც თალიბანის დამკვიდრებული სამართლის თანახმად ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა. ფოტო, რომელიც სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა, ჯოდი ბეიბერმა გადაიღო, ჟურნალ „ტაიმის“ 1 აგვისტოს ნომრის ყდაზე იყო დაბეჭდილი. დღეს კი World Press Photo-ს პრემიის ჟიურის წევრებმა განაცხადეს, რომ პორტრეტი - იმის მიუხედავად, რომ შოკისმომგვრელია - წლევანდელი გამარჯვებული გახდა, რადგან ქალების წინააღმდეგ ძალადობას ღირსეული იერსახით გამოხატავს. დასახიჩრებული ქალი - 18 წლის ბიბი აიშა - ამერიკელმა სამხედროებმა იხსნეს და ახლა ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG