Accessibility links

logo-print

ეგვიპტის სამხედრო ძალები რეფორმების გატარების გარანტიას იძლევიან


ეგვიპტის ჯარმა დღეს ხალხს გარანტია მისცა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდება - თუმცა თან ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენის მოწოდებით გამოვიდა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. სამხედრო სტრუქტურების განცხადებით, ისინი მზად არიან მოხსნან საგანგებო მდგომარეობა, როგორც კი ახლანდელი ვითარება დასრულდება. ამასთან, სამხედრო უწყება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობითაც გამოდის. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გავლენ ქუჩებში - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა წუხელ კიდევ ერთხელ თქვა უარი დაუყოვნებელ გადადგომაზე. კაიროს ტაჰრირის მოედანზე უკვე უამრავი დემონსტრანტია შეკრებილი. აქციები მიმდინარეობს სახელმწიფო ტელევიზიისა და პრეზიდენტის სასახლის წინაც.
XS
SM
MD
LG