Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ტელევიზიასა და პრეზიდენტის სასახლის წინ აქციები მიმდინარეობს


ათი ათასობით დემონსტრანტია თავშეყრილი კაიროში, ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ოფისისა და პრეზიდენტის სასახლის წინ. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა დედაქალაქი დატოვა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გავლენ ქუჩებში - მას შემდეგ, რაც მუბარაქმა წუხელ კიდევ ერთხელ თქვა უარი დაუყოვნებელ გადადგომაზე. დღეს ტელეკომპანია ალ-არაბიამ გაავრცელა ცნობა, რომ მუბარაქმა ოჯახთან ერთად კაირო დატოვა და წითელი ზღვის კურორტ შარმ-ელ-შეიხს მიაშურა. დღესვე, უფრო ადრე, ეგვიპტის ჯარმა ხალხს გარანტია მისცა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდება - თუმცა თან ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენის მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG