Accessibility links

logo-print

მუბარაქი გადადგა, ხელისუფლება სამხედროებს გადაეცა


ჰოსნი მუბარაქი

ჰოსნი მუბარაქი

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტის, ომარ სულეიმანის განცხადებით, პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა და ხელისუფლება სამხედროებს გადასცა. სულეიმანის განცხადებამ - რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა - კაიროს ტაჰრირის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს შორის მძაფრი სასიხარულო ემოციები გამოიწვია. ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა, ტიროდა, დროშებს აფრიალებდა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მუბარაქმა ოჯახთან ერთად კაირო დატოვა და წითელი ზღვის კურორტ შარმ-ელ-შეიხში გაემგზავრა. დღესვე, უფრო ადრე, ეგვიპტის ჯარმა დღეს ხალხს გარანტია მისცა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდება - და ცხოვრების ნორმალური რიტმის აღდგენის მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG