Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი „სერიოზულად ემზადება“ ყარაბაღის გამო ომისთვის


აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ საფარ აბიევის განცხადებით, აზერბაიჯანი „სერიოზულად ემზადება“ მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთთან ომისთვის. საფარ აბიევმა ბაქოში, საერთაშორისო დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას თქვა, რომ სომხეთმა ბოლო უნდა მოუღოს ყარაბაღში ოკუპაციის პოლიტიკას. საქმე ეხება შეხვედრას ეუთოს სამშვიდობო შუამავლებთან, რომლებიც სომხეთსა და აზერაბიჯანს ესტუმრნენ. აზერბაიჯანს არაერთხელ აქვს გამოთქმული მუქარა, რომ ძალას გამოიყენებს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება. სომხეთი კი მასშტაბური საპასუხო დარტყმით იმუქრება, ბაქოს მიერ სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემთხვევაში. ეუთოს დელეგაციამ დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „დადგა გადამწყვეტი მოქმედების დრო“ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG