Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან ცნობას მუბარაქის გადადგომის შესახებ


კაირო

კაირო

მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა გააკეთა განცხადებები ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტიდან ჰოსნი მუბარაქის გადადგომასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მუბარაქის გადადგომა საკვანძო მნიშვნელობის მომენტია ეგვიპტისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ეგვიპტელთა უფლებებს პატივი უნდა სცენ და ამ ქვეყანაში დემოკრატია უნდა დამკვიდრდეს. მუბარაქის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეოპოლტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონიც. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, ისევე როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ეგვიპტეს მოუწოდეს, მიღებულ იქნეს ზომები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა იმედი, რომ ეგვიპტეში მომხდარი ცვლილება არ გამოიწვევს დესტაბილიზაციას ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG