Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში და იემენში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა


დღეს გამოსვლები მოეწყო ალჟირში და იემენშიც. ალჟირის დედაქალაქში ოპოზიციის მიერ გამართული დემონსტრაციის დროს
ასობით მისი მონაწილე დააკავეს. დემონსტრანტები სამოქალაქო თავისუფლებასა და რეფორმებს მოითხოვდენენ. იუწყებიან, რომ პოლიციის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო ვიდრე დემონსტრანტებისა.
იემენის დედაქალაქ სანაში რამდენიმე ათასი დემონსტრანტი პრეზიდენტ სალეჰის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მთავრობის მომხრეებმა, რომლებიც დანებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული.
XS
SM
MD
LG