Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა ორ პალიტპატიმარს გაათავისუფლებს


კუბის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაათავისუფლოს კიდევ ორი პოლიტპატიმარი. ერთმა მათგანმა, ეკტორ მასედამ, რომელიც 12-წლიან სასჯელს იხდის, განაცხადა, რომ არ დატოვებს საპატიმროს, სანამ სხვა პოლიტპატიმრებსაც არ გაუშვებენ. 52 დისიდენტის განთავისუფლება იმ შეთანხმების ნაწილია, რომელსაც კუბის მთავრობამ და დასავლეთმა მიაღწიეს კათოლიკური ეკლესიის შუამავლობით. პოლიტპატიმართა უმრავლესობა დათანხმდა განთავისუფლების შემდეგ ესპანეთში წასვლას. ცხრა პირი, რომლებიც ასევე მიიღეს შეთავაზება, კვლავ ციხეში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG