Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა


პაკისტანის სასამართლომ, რომელიც ტერორიზმის საქმეებს განიხილავს, დღეს ყოფილი პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა. პროკურატურის თანახმად, მუშარაფმა 2007 წელს იცოდა ექსტრემისტი ისლამისტების გეგმის შესახებ, მოეკლათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო, მაგრამ არაფერი გააკეთა, რათა თავდასხმა არ მომხდარიყო. ბჰუტო 2007 წელს მოკლეს საარჩევნო კამპანიის დროს. მუშარაფი ემიგრაციაშია ბრიტანეთში. ის ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG