Accessibility links

logo-print

ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია არ ჩაერთვება


ყაზახეთის ოპოზიციური პარტია „აზატი“ უარს ამბობს სამი აპრილის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე გამოცხადდა ალმა-ატაში. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ანირჟან კოსანოვმა ნურსულთან ნაზარბაევს მოუწოდა, უარი თქვას ვადამდელ არჩევნებზე და მოაწყოს ის 2012 წელს, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა გავა. ნაზარბაევი დღეს გატარდა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაში და მიიღო მომხრეების ხელმოწერების შეგროვებისათვის საჭირო დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG