Accessibility links

პალესტინელები ახალ არჩევნებს გეგმავენ


ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე პალესტინელთა წარმომადგენელმა, საედ ერეკატმა გამოაცხადა, რომ გადადგა. მისი თქმით, გადადგა იმის გამო, რომ პირად პასუხისმგებლობას გრძნობს მოლაპარაკების საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო. გასულ თვეში ისინი გაავრცელეს ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ და ტელეარხმა „ალ ჯაზირამ“. დოკუმენტის გამოქვეყნებას, სადაც ლაპარაკი იყო, რომ პალესტინელთა ხელმძღვანელობა მზად იყო დათმობებისთვის, სკანდალი მოჰყვა პალესტინელთა ტერიტორიაზე. დღეს პალესტინელთა ავტონომიამ გამოაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უახლოეს თვეებში. რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გამოაცხადა, რომ არ ჩაერთვება არჩევნებში და არ ცნობს მისი შედეგებს.
XS
SM
MD
LG