Accessibility links

logo-print

მხატვართა კავშირის თავმჯდომარედ გია ბუღაძე აირჩიეს


საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელად აირჩიეს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე. კენჭისყრა დიდხანს გაგრძელდა. არჩევნებში 4 კანდიდატი იყო ჩაბმული. თავიდან ყველაზე მეტი (131) ხმა გურამ ცერცვაძემ მიიღო, 127 - გია ბუღაძემ, 38 - გოგი გურასპაშვილმა, ხოლო 7 - გია გუგუშვილმა. შედეგების გამოცხადებამდე გია გუგუშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მიღებული ხმები გია ბუღაძეს დაუთმო, რითაც ბუღაძემ 134 ხმა მოაგროვა და სამი ხმით აჯობა გურამ ცერცვაძეს. “მხატვართა კავშირის” იურისტის, გიორგი ძიგუას, განმარტებით, გუგუშვილი კანონიერად მოიქცა და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია.
XS
SM
MD
LG