Accessibility links

logo-print

კაიროს მუზეუმიდან ტუტანხამონის ქანდაკება მოიპარეს


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მუზეუმიდან, რომელიც ტაჰრირის მოედანზე მდებარეობს, მასობრივი მღელვარების დროს გაიტაცეს განსაკუთრებით ძვირფასი ექსპონატები. ადრე გავრცელებული ეს ცნობა დღეს ოფიციალურად დაადასტურა ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა ზახი ჰავასმა. გატაცებულ ექსპონატებს შორისაა ფარაონ ტუტანხამონის ბრინჯაოს ბიუსტი. დამნაშავეები მუზეუმში შევიდნენ 28 იანვარს, როცა პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ მოედანი დატოვა. შემდგომ, მუზეუმს, სადაც ძველი ეგვიპტის ხელოსნების ექსპონატები და სხვა ნივთები ინახება, არმია იცავდა.
XS
SM
MD
LG