Accessibility links

logo-print

იტალიის მთავრობამ „ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა


ბოლო დღეებში ჩრდილოეთი აფრიკიდან დევნილთა დიდი ტალღის გამო იტალიის მთავრობამ „ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა“. ცნობით, ბოლო სამ დღეში კუნძულ ლამპედუზაზე, სამი ათასამდე ლტოლვილი ჩივიდა, მათი უმეტესობა ტუნისიდანაა. კუნძულზე ემიგრანტთა მისაღები შენობები ვეღარ იტევს ლტოლვილებს, ამიტომ დაიწყეს მათი მოთავსება სიცილიასა და იტალიის სამხრეთში. იტალიამ მიმართა ევროპის კავშირს დახმარებისთვის, დაიცვას მისი საზღვაო საზღვარი. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტო მარონიმ განაცხადა საფრთხის შესახებ რომ, ევროკავშირში ლტოლვილებთან ერთად შეიძლება დამნაშავეებმა და ალ ყაიდის წევრებმა შეაღწიონ.
XS
SM
MD
LG