Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბამ დღეს ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა


კუბის ხელისუფლებამ დღეს, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, საპატიმროდან გაათავისუფლა ორი დისიდენტი- პოლიტიკური პატიმარი. მათ არ სურდათ ციხის დატოვება, რადგან მოითხოვდნენ, რომ გაეთავისუფლებინათ დარჩენილი შვიდი პირიც. კუბის ხელისუფლებამ კათოლიკური ეკლესიის შუამავლობით პირობა დადო, რომ გაუშვებდა 52 პოლიტპატიმარს. 11 მათგანი უკვე გადასახლდა ესპანეთში. თებერვალში განთავისუფლებული ორი პატიმრიდან ერთმა აშშ-ში წასვლა ისურვა.
XS
SM
MD
LG