Accessibility links

logo-print

ირანში ისლამური კანონის დამცველი ახალი უწყება შეიქმნა


ირანი მედიასა და კულტურის სფეროში დარღვევების საგანგებო უწყებას აფუძნებს. ამის შესახებ იუწყება ირანის სააგენტო „ირნა“. ცნობით, უწყება გააკონტროლებს ქცევის ისლამური კოდექსის აღსრულებას. განცხადება ამის შესახებ გავრცელდა დღეს, როცა ოპოზიციური მოძრაობა ემზადება 14 თებერვლის აქციისთვის, რომლის უფლება მთავრობამ არ გასცა. ოპოზიციას სურს ეგვიპტისა და ტუნისის ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის სოლიდარობის გამოცხადება. ირანის მთავრობა სიტყვით ემხრობა ეგვიპტელ და ტუნისელ დემონტრანტებს, მაგრამ ირანისოპოზიციას უარი უთხრა თხოვნაზე, მოეწყოთ დემონსტრაცია. ოპოზიცური საინტერნეტო საიტები მოუწოდებენ მოსახლეობას, გავიდნენ ქუჩაში მთავრობის უარის მიუხედავად .
XS
SM
MD
LG