Accessibility links

ეგვიპტის სამხედროები პარლამენტს შლიან


ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის შლის პარლამენტს და აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას. ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სამხედრო საბჭომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ის ხელისუფლებაში რჩება ექვსი თვით, ანუ არჩევნებამდე. ეგვიპტის ამჟამინდელ პარლამენტში ადგილების უმეტესობა ეკუთვნით გადამდგარი პრეზიდენტის, მუბარაქის მომხრეებს. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, წინა, 2005 წლის არჩევნებზე მუბარაქის მეტოქის, აიამან ნურის თქმით, ქვეყნის ახალი სამხედრო ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა უნდა დააკმაყოფილოს საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები. ნურმა როიტერს უთხრა, რომ სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება, „რევოლუციის გამარჯვებაა“. უფრო ადრე, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ შაფიყმა თქვა, რომ დროებითი მთავრობის მთავარი ამოცანა უსაფრთხოების აღდგენა და მოქალაქეთათვის ყოფელდღიური ცხოვრების უზრუნველყოფაა. ეს მან მუბარაქის გადადგომის შემდეგ მთავრობის პირველი სხდომის მერე განაცხადა.
XS
SM
MD
LG