Accessibility links

logo-print

ალჟირში პრორეფორმისტეული დემონსტრაცია შემდეგ კვირაში განახლდება


ალჟირის პრორეფორსიტულმა გაერთიანებამ, რომელმაც ათასობით ალჟირელი გამოიყვანა ქუჩაში შაბათ-კვირას, დღეს მოწოდება გამოთქვა, განახლდეს დემონსტრაციები შემდეგ კვირაში. „ალჟირში დემოკრატიული ცვლილებების კოორდინციამ“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მოუწოდა მოსახლეობას 19 თებერვალს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ. შაბათის აქციაში, მისი ორგანიზატორების თანახმად, ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მთავრობა ათასხუთასიან დემონსტრაციაზე ლაპარაკობს. მისი მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG