Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტმა გადადო აშშ-ში ვიზიტი


იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა აშშ-ში ვიზიტი გადადო თავის ქვეყანაში მიმდინაერ საპროტესტო გამოსვლების გამო. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სალეჰის ვიზიტის გადადების მიზეზი ”რეგიონში მიმდინარე მოვლენებია”. კვირას იემენის პოლიციამ დედაქალაქში ათასობით ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ. იემენში საპროტესტო აქციების გაღვივებაზე ზეგავლენა ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებმა იქონია.
XS
SM
MD
LG