Accessibility links

logo-print

ობამა კონგრესს ბიუჯეტის პროექტს გაუგზავნის


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კონგრესს 2012 წლის ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტს. დოკუმენტის ზოგიერთი დეტალი რესპუბლიკელი კანონმდებლების შეშფოთებას იწვევს. ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტის მიხედვით, მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტი 3 ტრილიონ დოლარზე მეტია და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ იქნება მიმართული. კერძოდ, აშშ მთავრობა მიზნად ისახავს ბიუჯეტის დეფიციტის ტრილიონ 100 მილიარდი დოლარით შემცირებას მომავალი ათწლეულის მანძილზე. მიზნის მისაღწევად აშშ შეაჩერებს რიგ საშინაო პროექტებს, შეამცირებს სამხედრო ხარჯებს და შეზღუდავს საგადასახადო შეღავათების მოცულობას. აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი თითქმის ორიათას ხუთას გვერდიანია და არის მცდელობა ხარჯების შემცირების პარალელურად ხელი შეეწყოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას.
XS
SM
MD
LG