Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ირანის პოლიცია მუსავის აქციაში მონაწილეობას უშლის


ირანის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰუსეინ მუსავის ვებსაიტის თანახმად, დღეს პოლიციამ მისი სახლის შესასვლელი ჩახერგა და მისი სატელეფონო ხაზებიც გადაჭრა, რათა მუსავიმ ვერ შესძლოს დღეს საღამოსთვის დანიშნულ აქციაზე მისვლა. მუსავიმ და ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, მეჰდი ქარუბიმ, უფლება ითხოვეს ეგვიპტესა და ტუნისში ახლახან მომხდარი სახალხო აჯანყებებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით აქციის გამართვაზე. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ამის უფლება არ მისცა - განაცხადა, რომ ოპოზიციის მომხრეებმა მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციებზე უნდა გამოხატონ არაბულ სამყაროში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა.
XS
SM
MD
LG