Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ბრიტანეთშია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბრიტანეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს და თავის ბრიტანელ კოლეგა უილიამ ჰეიგს შეხვდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს ვიზიტი კამერონის რუსეთში ჩასვლის მოსამზადებელი ეტაპია. რუსეთსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო კავშირები ძლიერია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული რამდენიმე უთანხმოების გამო. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთი კვლავაც უარზეა ბრიტანეთს გადასცეს პირი, რომელიც კრემლის კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ლონდონში რადიოაქტიური ნივთიერებით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ორ ქვეყანას ბოლო პრობლემა იმის გამო შეექმნათ, რომ რუსეთმა ბრიტანეთის ავტორიტეტული გამოცემის, „გარდიანის“ კორესპონდენტს ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა.
XS
SM
MD
LG