Accessibility links

logo-print

დაზღვევის საქმეზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია დადასტურდა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაკავებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 ჩინოვნიკი და რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის 9 მენეჯერი. მათ ადანაშაულებენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დაგვიანებით გაცემასა და სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონ 700 ათას ლარის მითვისებაში.
XS
SM
MD
LG