Accessibility links

logo-print

პალესტინელთა მთავრობა გადადგა


გავრცელებული ცნობებით, პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა, სალამ ფაიადმა დღეს თავისი მთავრობა დაითხოვა - საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე. როგორც ვარაუდობენ, პალესტინელთა პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ფაიადის პრემიერ-მინისტრად დატოვებას გეგმავდა. გასულ კვირაში ავტონომიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სექტემბერში იგეგმება - მაგრამ ღაზის სექტორის მმართველმა ძალამ, ჰამასმა, რამალას მიერ შეთავაზებული კენჭისყრის ყველა ფორმა უარჰყო.
XS
SM
MD
LG