Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოპოზიციის აქციაში ასობით პირი მონაწილეობს


11 თებერვალს თეირანში გამართული ეგვიპტის მხარდასაჭერი აქცია
11 თებერვალს თეირანში გამართული ეგვიპტის მხარდასაჭერი აქცია
თვითმხილველთა ცნობით, ირანის უშიშროების ძალებმა დღეს ასობით პირს საშუალება არ მისცეს თეირანის ცენტრში მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ უნებართვო აქციაში, რომელიც ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი სახალხო აჯანყებების მხარდასაჭერად იმართება. დემონსტრანტები აქციების ტრადიციული ადგილის - აზადის მოედნისკენ - მიემართებოდნენ. დემონსტრანტების ჯგუფები ქალაქის სხვა ადგილებშიც შენიშნეს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, თეირანის ცენტრში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა. პოლიციამ ჰაერში გაისროლა და დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა. ასევე, მოდის ცნობები, რომ ასობით დემონსტრანტია თავშეყრილი ქალაქ ისპაჰანში.
XS
SM
MD
LG