Accessibility links

logo-print

დაღესტანში მილიციელი მოკლა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა


დაღესტანში მილიციის განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამხსმელმა ქალმა ერთი მილიციელი მოკლა და ექვსი დაჭრა მილიციის სადგურზე შესვლის მცდელობისას. რეგიონის მილიციის პრესმდივნის თქმით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ცენტრალურ დაღესტანში მდებარე სოფელ გუბდენში. დღესვე, სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს მახაჩყალასთან უშიშროების ძალებთან ურთიერთსროლის დროს. ამავე ინციდენტში ორი მილიცელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG