Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. ის 3,73 ტრილიონ დოლარს მოიცავს და, სავარაუდოდ, რესპუბლიკელებთან მწვავე დებატების საგანი გახდება. რესპუბლიკელები მიზანშეწონილად მიიჩნევენ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას, შეერთებული შტატების ვალების შესამცირებლად. ობამამ დღეს მერილენდის შტატში, ბალტიმორის ერთ-ერთ სკოლაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი აძლევს შესაძლებლობას, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლომდე, ანუ ორ წელიწადში, დაპირებისამებრ, გაანახევროს ბიუჯეტის დეფიციტი. რესპუბლიკელები კი, რომლებსაც უმრავლესობა აქვთ წარმომადგენელთა პალატაში, აცხადებენ, რომ საბიუჯეტი ხარჯები მეტად უნდა დაიზოგოს, დეფიციტთან გასამკლავებლად. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯონ ბეინერმა შეერთებული შტატების ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინების „მეტისმეტად ბევრ ხარჯს, მეტისმეტად ბევრ ვალსა და მეტისმეტად დიდ გადასახადებს“.
XS
SM
MD
LG