Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ირანის ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანის ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც გუშინ თეირანის ქუჩაში შეიკრიბნენ. ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ირანელები იმსახურებდნენ ”იმავე უფლებებს, როგორის გათამაშებაც მათ ეგვიპტეში ნახეს” და რომ ირანმა უნდა გახსნას პოლიტიკური სისტემა. ოპოზიციის მხარადმჭერებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებისას გუშინ თეირანის ცენტრში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ ათობით მომიტინგე დააპატიმრა, ოპოზიციის ლიდერებს კი შინაპატიმრობაში ამყოფებს.
XS
SM
MD
LG