Accessibility links

logo-print

ბაჰრეინში ორი ადამიანი მოკლეს საპროტესტო აქციებისას


ბაჰრეინში ორი ადამიანი მოკლეს საპროტესტო აქციებისას, რომლებიც ეგვიპტეში გამართული დემონსტრაციებით არის ინსპირირებული. ერთი დემონსტრანტი მოკლეს დედაქალაქ მანამასთან მდებარე სოფელში ორშაბათს მომხდარი შეტაკებისას. დღეს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საავადმყოფოსთან, რომელშიც დაღუპული მამაკაცი იყო დასვენებული და რომელთანაც დემონსტრანტები შეიკრიბნენ. შეტაკებისას, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ბაჰრეინი შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა, ამ ქვეყანაშია განთავსებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი. სამეფოს შიიტური უმრავლესობა დიდი ხანია უჩივის დისკრიმინაციას სუნიტური მონარქიის მიერ. თუმცა, ბაჰრეინელი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მათი მიზანია არა მონარქის დამხობა, არამედ მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოპოვება.
XS
SM
MD
LG