Accessibility links

ბერლუსკონი სასამართლოს წინაშე წარდგება სექსსკანდალის გამო


იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სასამართლოს წინაშე წარდგება არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებების საფუძველზე. მოსამართლე კრისტინა დი ჩენზომ მას დღეს, მილანში წაუყენა ბრალდება. დი ჩენზოს განცხადებით, სასამართლოს სამი მოსამართლე ქალი გაუძღვება. პროკურორები ბერლუსკონის ადანაშაულებენ 17 წლის გოგონასთვის სქესობრივი კავშირისთვის ფულის გადახდაში და შემდეგ ამ ფაქტის მიჩქმალვაში. სასამართლო პროცესი 6 აპრილისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG