Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მაშველებმა განაახლეს კვირას ჩაძირული გემის ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა


რუსმა მაშველებმა სოჭის აკვატორიაში განაახლეს კვირას ჩაძირული თურქული გემის ეკიპაჟის ორი წევრის, საქართველოსა და ჩერნოგორიის მოქალაქეთა ძებნა. როლანდ ბერიძე, რომელიც ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ”ბეშიქთაშის” კაპიტნის თანაშემწედ მუშაობდა, მესამე დღეა დაკარგულადაა მიჩნეული. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ქართველ და მონტენეგროელ მეზღვაურებს ამჟამად ადლერის რაიონში ეძებენ. სოჭის აკვატორიაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან მაშველებმა კვირასვე გადაარჩინეს საქართველოს 2, თურქეთის 6 და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე.
XS
SM
MD
LG