Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”რუსეთისგან მომდინარე საფრთხე კონცეფციაში ცალსახად უნდა აღინიშნოს”


საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამჟამინდელ კონცეფციაში, რომელიც 2005 წელს დამტკიცდა, არაფერია ნათქვამი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, 2005 წელს იმის პირდაპირ აღნიშვნა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენდა, იმ იმედით არ მომხდარა, რომ მოსკოვის პოლიტიკა არ შეიცვლებოდა და პრობლემები სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მოგვარდებოდა. ”მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშკარა აგრესია განახორციელა და დღესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ნათელია, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე კონცეფციაში ცალსახად უნდა აღინიშნოს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ეკა ტყეშელაშვილმა. მისივე განმარტებით, ფუნდამენტური ცვლილებები სწორედ ამ მიმართულებით მოხდება, თუმცა განახლებულ კონცეფციაში სხვა საფრთხეებიც აისახება.
XS
SM
MD
LG