Accessibility links

logo-print

პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე იმსჯელეს


საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესში პარლამენტის მონაწილეობა და მისი ზედამხედველობა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ცვლილებათა განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა.
XS
SM
MD
LG