Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანს მოუწოდებს, ნუ მიმართავს ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა ირანს მოუწოდა, ნუ მიმართავს ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ და პატივი სცეს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლებას. ორშაბათს ირანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს თეირანში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და უშიშროების ძალების ცხრა თანამშრომელი დაიჭრა. მკვლელობის პასუხისმგებლობას აკისრებენ მეამბოხეების აკრძალულ ორგანიზაცია „სახალხო მუჯაჰედინს“. თეირანში და ირანის კიდევ, სულ ცოტა, ხუთ ქალაქში ორშაბათს გამართული აქციები იყო პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი ირანში ბოლო წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე. აქციებში მონაწილეობისაკენ მოწოდებით გამოვიდა ოპოზიცია, ტუნისსა და ეგვიპტეში მასშტაბური დემონსტრაციებისადმი სოლიდარობის ნიშნად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანელი დემონსტრანტების „მისწრაფებებს“.
XS
SM
MD
LG