გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეუერთდა ავსტრიას და ეგრეთწოდებული ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის განცხადებას, რომელიც გმობს ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ ქვეყნების სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებელ განთავისუფლებას და მათ სრულ რეაბილიტაციას. სამიტს ესწრებოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, მიკოლა აზაროვი, მაგრამ მან განცხადებას ხელი არ მოაწერა. ევროკავშირმა ახლახან დაუწესა ბელორუსიის ოფიციალურ პირებს დეკემბრის არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის გამო.
ყველაზე პოპულარული
1