Accessibility links

logo-print

ესპანეთსა და ირანს შორის დიპლომატიური კრიზისია


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტრინიდად ხიმენესმა განაცხადა, რომ მადრიდი ირანიდან თავის ელჩს გაიწვევს საკონსულტაციდ, თუკი თეირანი არ განმარტავს და ბოდიშს არ მოიხდის ესპანეთის საკონსულოს წარმომადგენლის დაკავების გამო. იგნასიო პერეს-სამბრა თეირანში ესპანეთის საელჩოს წინ დააკავეს, როცა ის ელჩთან ერთად მოძრაობდა არეალში, სადაც ორშაბათს ანტისამთავრობო მსვლელობა იმართებოდა. ხიმენესის თქმით, ირანმა დაარღვია ვენის კონვენცია, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს აწესრიგებს, რადგან არ უთხრა პერეს-კამბრას დაპატიმრების მიზეზი. 48 საათში „დამაკმაყოფილებელი“ პასუხის მიუცემლობის შემთხვევაში, ესპანეთი თეირანიდან ელჩს გაიწვევს.
XS
SM
MD
LG