Accessibility links

აშშ პაკისტანში დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს


პაკისტანში მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ კერიმ ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ, თუკი პაკისტანში დაკავებული ამერიკის მოქალაქე გათავისუფლდება, მას აშშ-ში გაასამართლებენ. რაიმონდ დევისი პაკისტანის ხელისუფლებამ 27 იანვარს ლაჰორში ორი პაკისტანელის მოკვლის გამო დააკავა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დევისი თავს იცავდა. პაკისტანის პოლიცია რაიმონდ დევისის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებას მოითხოვს. აშშ აგრეთვე აცხადებს, რომ დევისი აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი იყო, დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს და უნდა გათავისუფლდეს.
XS
SM
MD
LG