Accessibility links

logo-print

ევროპის ქვეყნები მინსკისაგან პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ


ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ დაგმო ბელორუსიის მთავრობა, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ბრატისლავაში გამართულ სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელორუსიის ლიდერებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოახდინონ მათი რეაბილიტაცია. სამიტის მოწოდებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც შეუერთდა. სამიტის მონაწილეებს შორის იყვნენ ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის წარმომადგენლები. ამასთან, ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა. ევროკავშირმა ისევ დააწესა აკრძალვა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ვიზის მიცემაზე მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში ძალა გამოიყენეს დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო დემონსტრანტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG